წიგნი „ბაბუა და შვილიშვილი“ ცოცხალი მატიანეა. ჩვენი ქვეყნის არცთუ ისე შორეული წარსულისა. ესაა XX საუკუნის ბოლო ათწლეულები. პარალელურ სიბრტყეში უფრო შორეული წარსულიც ჩანს – XX საუკუნის 20-40-იანი წლები. ბაბუა – მემედ აბაშიძე, სულით ხორცამდე ინტელიგენტი, წარმოგვიდგება თავისი მონუმენტური ფიგურით, მამულიშვილური საქმიანობით, პრინციპებით, მოქალაქეობრივი გაბედულებით, სიმამაცით. შვილიშვილი – ასლან აბაშიძე სახელოვანი ბაბუის გზის გამგრძელებელია. ესაა გზა, რომელიც აჭარისა და სრულიად საქართველოს სიყვარულის მაგისტრალურ ხაზზე გადის.