ნაშრომი წარმოადგენს დაღესტნის ერთ-ერთი უმწერლობო ენის –– ბოთლიხურის – სისტემატური აღწერის პირველ ცდას. დაწვრილებითაა განხილული ფონეტიკისა და მორფოლოგიის ძირითადი საკითხები (ბგერითი შედგენილობა, ფონეტიკური პროცესები, გრამატიკული კლასისა და რიცხვის კატეგორიები, სახელთა ბრუნება, ზმნის უღვლილება, სიტყვაწარმოების პროცესები ...), გამოკვლევას თან ერთვის გაბმული მეტყველების ნიმუშები და ლექსიკური მასალა. ტექსტების ერთ ნაწილს ახლავს სიტყვა-სიტყვითი თარგმანიც.