ტომში წარმოდგენილიანიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის გაწყოფილების მიერ 1958-1990-იან წლებში აჭარაში (ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის რაიონები) შეკრებილი ეთნოგრაფიული ექსპედიციის მასალები, რომლებიც ინსტიტუტის ფონდებში დაცულია საექსპედიციო დღიურების სახით. წინამდებარე ტომში შესულია მევენახეობა-მეღვინეობა-მეხილეობასთან დაკავშირებული მონაცემები. მასალები შეიცავს ცნობებს ვაზისა და ხეხილის ჯიშების, მევენახეობა-მეხილეობის იარაღ-ინვენტარის, მარან-საწნახლების, მევენახეობა-მეხილეობის პროდუქტების და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებების შესახებ.