წიგნის ძირითადი და უმთავრესი ნაწილი იუმორისტულ, გონებასხარტ, კურიოზულ და სხვა სახალისო ნამდვილ ამბებს შეიცავს. გარკვეული ადგილი უჭირავს ფელეტონებსაც, რომლებიც, ცხადია, გამოგონილი, ფანტაზიით შექმნილია, მაგრამ შინაარსობრივად ისინიც მეტ–ნაკლებად რეალურს შეესაბამება და მაშინდელ საჭირბოროტო სინამდვილეს ასახავს. ნამდვილსა და მომხდარ ნაღვლიან, დამაღონებელ, ცხოვრებისეულ ტკივილებს გადმოგვცემს ტექსტის მცირე, მაგრამ არც თუ უმნიშვნელო ნაწილი.