ნაშრომში მონოგრაფიულად შესწავლილია XVI საუკუნის გამოჩენილი ქართველი სასულიერო მოღვაწისა და პოეტის, ჩვენი
მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ–ერთი ბურჯის, იაკობ შემოქმედელ–სამებელის, გვარად დუმბაძის, ცხოვრება და შემოქმედება; გამოვლენილი, თავმოყრილი და გაანალიზებულია მასზე არსებული ბიოგრაფიული მასალები. განხილულია ყველა მისი, დიდი თუ პატარა, ნაწარმოები; წარმოჩენილია მათი წყაროები, მწერლის ლიტერატურულ–თეორიული შეხედულებანი მხატვრულ-პოლემიკური ოსტატობა და ქართულ პოეზიაში მის მიერ შემოტანილი პოეტიკური სიახლენი.