წიგნში მონოგრაფიულად განხილულია XVI საუკუნის პირველი ნახევრის მწერლისა და სახელმწიფო მოღვაწის, მუხრანბატონთა ფეოდალური სამთავროსა და ქართლის ბაგრატიონთა სამეფო გვარის მუხრანბატონთა შტოს დამაარსებლის, ბაგრატ ბატონიშვილის (მუხრანბატონის), ცხოვრება და შემოქმედება. აქამდე სამეცნიერო ლიტერატურაში მის შესახებ რამდენიმე ცალკეულ საკითხზეა მსჯელობა. მისი თხზულებაც დღემდე გამოუქვეყნებელი იყო და აქ პირველად იბეჭდება.