ახალი საარქივო მასალისა და რუსეთის ბოლშევიკური პრესის შესწავლის, მდიდარი ქართული ისტორიოგრაფიის გააზრების საფუძველზე ნაჩვენებია კომუნისტური რუსეთისა და დემოკრატიული საქართველოს ურთიერთობის კარდინალური საკითხები, პრესის ფურცლებზე ასახული ჭორი და სინამდვილე, 1921 წლის თებერვლის ტრაგედიის მომზადების იდეოლოგიური საფუძვლები და ამ საქმეში პერიოდული პრესის განსაკუთრებული მნიშვნელობა.