წიგნი ეძღვნება ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიას – ისლამს. მასში ნაჩვენებია ამ რელიგიის წარმოშობა, სარწმუნოებრივი სისტემა და პოლიტიკური ხასიათი, მისი ადგილი მუსულმანთა სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში; ამ რელიგიის როლი ისლამურ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და დასავლეთის ქვეყნებთან მათ ურთიერთობაში; ნაშრომში ასახულია ისლამის პოლიტიკური ფუნქცია საქართველოს ისტორიაში, მისი თანამედროვე მდგომარეობა ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში.