წიგნის პირველ თავში განხილულია პუნქტუაციის რაობა, მისი ცოდნის მნიშვნელობა, პუნქტუაციის საფუძვლები, ცნობები ქართული პუნქტუაციის ისტორიიდან, სასვენი ნიშნების გამოყენების თავისებურებანი, სასვენ ნიშანთა რაოდენობა ქართულში და მათი ფუნქციები. მეორე თავში წარმოდგენილია სასვენი ნიშნების დახასიათება, ხოლო მესამე თავში განხილულია პუნქტუაციის სწავლების საკითხები.

