ნაშრომში განხილულია საქართველოში სადაზღვევო ბაზრის განვითარების თავისებურებები, ტენდენციები და პერსპექტივები. გაანალიზებულია სადაზღვევო სახეობების სხვადასხვა მნიშვნელობა და მათი ცვლილებები საზოგადოების ეკონომიკურ-სოციალური, ტექნოლოგიური და ინსტიტუციური განვითარების შესაბამისად, დახასიათებულია დაზღვევის ცვალებადი ხასიათი. ამასთან შედარებულია საქართველოსა და ევროკავშირის სადაზღვევო ბაზრები და გამოვლენილია, მათ შორის განსხვავებები, ფორმირების კანონზომიერებები და განვითარების ტენდენციები.

