წინამდებარე ნაშრომში გადმოცემულია მსოფლიოს მეურნეობრიობის განვითარების ისტორია პირველყოფილი თემური წყობილებიდან XXI საუკუნემდე. ავტორების მიერ განხილულია საკითხების ფართო წრე, რომელიც შეესაბამება მსოფლიოში ჩამოყალიბებულ თანამედროვე შეხედულებებს. გარდა ამისა, ავტორებს გადმოცემული აქვთ საკუთარი ორიგინალური მოსაზრებანი მსოფლიოს მეურნეობრიობის ზოგიერთი საკითხის ირგვლივ, რაც აადვილებს ეკონომიკაში დღეს მიმდინარე მოვლენების უკეთეს აღქმასა და გაგებას.

