წიგნი, ჟანრობრივად, მხატვრულ-დოკუმენტურ-ავტობიოგრაფიული პროზის საინტერესო ნიმუშია და ამ ელემენტების მახვილგონივრული შერწყმითაც მიიქცევს მკითხველის ყურადღებას. აქ ოსტატურად ებმის ერთმანეთს მშრალი ტელე თუ ინტერნეტ ინფორმაცია და პროზაიკოსის თვალით დანახული, ქვეყნის ბედთან გაიგივებული პიროვნების, პიროვნებების ბედი, ასე თვალსაჩინოდ რომ გამოკვეთა 2008 წლის აგვისტოს ომმა.

