მალხაზ ხარბედია თითქმის სამი წელი იკვლევდა XIX-XX საუკუნეების 300 მეტი ქართველი მწერლის ავტობიოგრაფიებს, სწავლობდა იმ მოაზროვნეთა, მწერალთა თუ მეცნიერთა ტექსტების სტრუქტურას, სტილს, ისტორიულ კონტექსტს, რომლებიც ჩაუღრმავდნენ საკუთარ "მე"-ს და უმნიშვნელოვანესი საკვლევი მასალა შექმნეს. შესაბამისად, წიგნში შთამბეჭდავად აისახა ჟანრის ევოლუცია - ნეტარი ავგუსტინედან დაწყებული და რუსოს, დილთაის, ლეჟენის რეფლექსიებით გაგრძელებული.