მონოგრაფიაში ,,მაგისტრანტთა დროის მენეჯმენტი“ შეფასებულია დროის მენეჯმენტის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლები, მოცემულია მაგისტრანტთა დროის ბიუჯეტის თავისებურებების კვლევის ზოგადი ანალიზი და მაგისტრანტთა დროის ბიუჯეტის თავისებურებების კონტექსტური ანალიზი: საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მაგისტრანტთა დროის მენეჯმენტი, მაგისტრანტების დროის ბიუჯეტის თავისებურებები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგალითზე; მაგისტრანტთა დროის მენეჯმენტისა და თვითმენეჯმენტის გავლენა პიროვნულ განვითარებაზე.

