მონოგრაფიაში გაანალიზებულია XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ენობრივი სიტუაცია საარქივო მასალების მიხედვით. უპირატესად გამოყენებულია საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და განათლების სახალხო კომისარიატის ფონდებში დაცული სოციოლინგვისტურად მნიშვნელოვანი მასალები.