2023 წლის 19 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „ქართული ტოლერანტობა – გუშინ, დღეს“. კონფერენცია მიზნად ისახავდა თანამედროვეობის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემის – ტოლერანტობის – ტერმინოლოგიური შინაარსის და ეროვნული ქართული ტრადიციების არსის გააზრება-გაცნობიერებას.

