მონოგრაფიაში დასმულია საკითხები: ოქსიდაციური სტრესის მანიფესტაციის ხასიათის კომპლექსური შესწავლა ათეროსკლეროზის რისკ-ფაქტორთა მეტაბოლური სინდრომის სახით გაერთიანების დროს; სისხლის რედოქს-სტატუსისა და ენდოთელიუმის ფუნქციის დარღვევაში მეტაბოლური სინდრომის ცალკეული კომპონენტების წვლილის შეფასება; ანტიდიაბეტური თერაპიის სხვადასხვა მეთოდთა ფონზე NO-ს – ენდოთელიუმის ფუნქციის ამ უმთავრესი მარკერის ეპრ-მაჩვენებელთა ცვლილების ხასიათის გამორკვევა, მითუმეტეს, რომ ენდოთელიუმი მომავალში თერაპიული ინტერვენციის ძირითად სამიზნედ მოიაზრება.

