გამოჩენილი ესპანელი მწერლის, მიგელ დე უნამუნოს, ეს მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეული რომანი რთული ოჯახური ცხოვრების მრავალ კოლიზიასა და დიდ ლიტერატურასთან შეხვედრის სიხარულს გვპირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია და მცირე პროზის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს ამ კრებულში შესული მოთხრობები: „ამბავი ერთი სიყვარულისა“ და „სამი სამოძღვრებო ნოველა და ერთი პროლოგი“, რომლებიც დიდ სიამოვნებას მოჰგვრის მკითხველს.

