სამოქალაქო კოდექსის კომენტარის წინამდებარე წიგნი ეძღვნება ვალდებულებითი სამართლის ზოგად ნაწილს. კომენტირების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მასში გამოკვლეული და გადმოცემულია ზოგადი ვალდებულებითი სამართლის ყველა ფუძემდებლური საკითხი. ჩატარებული კვლევა, ანალიზი და ნორმათა განმარტებები ეყრდნობა დიდძალ სასამართლო პრაქტიკას, რაც, უდავოდ, ზრდის ამ ფუნდამენტური ნაშრომის ღირებულებას სამართლის პრაქტიკისა თუ მეცნიერებისათვის.