მონოგრაფია წარმოადგენს მცდელობას ლიტერატურათმცოდნეობის პოზიციიდან იმანენტური, მკაცრი და შემოწმებადი მეთოდების გამოყენებით იქნეს შესწავლილი საქართველოს ორ განმანათლებელთან დაკავშირებულ სახეთა (ნიშანთა, სიმბოლოთა) სისტემები როგორც პარადიგმატული, ასევე სინტაგმატური თვალსაზრისით, მათი პოვნიერების ორივე „მართებულ არეში“: ჰაგიოგრაფიასა და მხატვრულ ლიტერატურაში.

