ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. 17 წლის არნი კანინგემი ქრისტინის დანახვისთანავე მიხვდა, რომ მის დასაუფლებლად ყველაფერს იზამდა. ქრისტინი ქალი არ არის, მაგრამ არნი კანინგემს თავდავიწყებით უყვარს. კანინგემს მხოლოდ ქრისტინი ახსოვს – დაივიწყა დედ-მამა, განუყრელი მეგობარი, საყვარელი გოგონა, რომლის გულის მონადირება მისთვის სასწაულს უდრიდა. ქრისტინი ძველი „პლიმუთია“, რომელშიც მოხუცის ბოროტი სულია ჩასახლებული და ამქვეყნად ყველა და ყველაფერი სძულს, გარდა თავისი პატრონისა.

