წინამდებარე ნარკვევში განხილულია ქართული მეცნიერების საწყისები, უმაღლესი განათლების კერების დაარსება და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შექმნა და განვითარება. ყურადღება არის გამახვილებული იმ სამეცნიერო სკოლების (მათემატიკის, ფიზიკის, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, ქართველოლოგიის ქიმიის, ბიოლოგიის, მედიცინის, აგრარული, დედამიწის შემსწავლელი და ტექნიკური დარგები) კვლევების შედეგებზე, რომლებმაც საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვეს აღიარება.

