წინამდებარე მონოგრაფიაში დახასიათებულია ქართული ენის მოქმედების ლინგვისტური სივრცე, აღწერილია აღნიშნულ სივრცეში ენის მატარებელთა სამეტყველო ქცევა. ქართული ენა განხილულია სისტემურ-სტრუქტურულ და კომუნიკაციურ პარადიგმათა ფარგლებში. წარმოჩენილია მისი, როგორც დედაენის, როლი სამყაროს შემეცნებასა და თვითგამოხატვაში, სულიერ ღირებულებათა შექმნასა და გავრცელებაში. გაანალიზებულია სამყაროს მეცნიერული და მხატვრულენოვანი სურათების აგების, დედაენაში შენახული ცოდნის უნიკალურობის საკითხები.

