ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

გაიუსის ინსტიტუციები

ავტორი გაიუსი
გამოცემის წელი2011
გამომცემლობათსუ-ს გამომცემლობა

გაიუსის „ინსტიტუციები“ ოთხი ნაწილისაგან (წიგნისგან) შედგება. თითოეული წიგნი, თავის მხრივ, პარაგრაფებად არის დაყოფილი. პირველი წიგნი სამართლის ზოგადი განმარტებით და სამართლის წყაროების დახასიათებით იწყება, მაგრამ წიგნის ძირითადი ნაწილი პირების სამართლებრივ მდგომარეობას ეხება. მეორე და მესამე წიგნებში ნივთები და ვალდებულებებია განხილული. მეორე წიგნი ნივთების კლასიფიკაციით იწყება და შემდეგ სანივთო უფლებებზეა საუბარი. მეორე წიგნის ბოლო ნაწილი და მესამე წიგნის დასაწყისი მემკვიდრეობის სამართლის საკითხებს ეძღვნება, მესამე წიგნის მეორე ძირითადი ნაწილი კი – ვალდებულებებს. „ინსტიტუციების“ ბოლო მეოთხე წიგნი მთლიანად ეთმობა სარჩელებსა და საპროცესო სამართლის საკითხებს.