ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ტყის ჩეხა

მთარგმნელიმაია ფანჯიკიძე
გამოცემის წელი2022
რედაქტორიანა ჭაბაშვილი

ცნობილი კომპოზიტორისა და მისი მომღერალი მეუღლის ბინაში, „ყურებიან“ სავარძელში მოკალათებული მთხრობელი უხმოდ აკვირდება ვენის მაღალ საზოგადოებას, რომელიც ბურგთეატრის მსახიობის პატივსაცემად გამართულ „შემოქმედებით ვახშამზე“ შეკრებილა. დაკვირვების შედეგი არცთუ სახარბიელოა – ვახშმის მონაწილეთაგან ვერცერთი ვერ გადაურჩება მთხრობლის გამანადგურებელ განაჩენს – მათ შორის, ვერც თვითონ.

„ტყის ჩეხა“ თომას ბერნჰარდის ყველაზე პოპულარული და სკანდალური რომანია. რადგან ავტორს დიდად არც უცდია, დაემალა, ვის გულისხმობდა მოქმედ პირებში, ბევრმა ამოიცნო თავისი თავი. ზოგიერთი მათგანის ჩივილის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, წიგნის გაყიდვა დროებით შეჩერებულიც კი იყო ავსტრიაში, რამაც რომანს, ბუნებრივია, მეტი პოპულარობა მოუტანა.