წიგნში „დიალოგები გია ყანჩელთან“ დიდი ქართველი კომპოზიტორი ჰყვება თავის ცხოვრებაზე, მშობლებზე, ბავშვობაზე, თანამედროვეებზე, მეგობრებსა და მოძულეებზე, მუსიკის შექმნის პროცესზე, თავის შემოქმედებაზე – სიმფონიების, კამერული ნაწარმოებების და თეატრისა და კინოს მუსიკის შესახებ – ზოგადად, მუსიკაზე, ხელოვნებასა და საზოგადოებაზე.

