"კრებული, რომელიც ეძღვნება პროფესორ რომან შენგელიას საიუბილეო თარიღს, შედგება ქართული იურიდიული მეცნიერების სხვადასხვა თაობის საუკეთესო წარმომადგენლების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგების ამსახველი შრომებისაგან. ამ მეცნიერთა მნიშვნელოვან ნაწილს მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებაც ამშვენებს. წარმოდგენილ სტატიებში მოცემულია სამამულო და უცხოური ლიტერატურის, აგრეთვე შესაბამისი პრაქტიკის ღრმა ანალიზი, რაც სერიოზულ საფუძველს ქმნის სამართლის მეცნიერების თანამედროვე დონის წარმოსაჩენად, დაგროვილი სამართლებრივი პრობლემების გადასაწყვეტად და მეცნიერული პერსპექტივების გასარკვევად".