წიგნში განხილულია ქართული ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები (ზმნიზედის, თანდებულის, კავშირის, ნაწილაკის, შორისდებულის) და მათთან დაკავშირებული მართლწერისა და მართლმეტყველების სწავლების საკითხები საშუალო სკოლის მე-7 კლასში. განსახილველ საკითხთა შესახებ წარმოდგენილია მეთოდიკური თვალხაზრისი, რომელიც აგებულია ლინგვისტიკურ და პედაგოგიკურ-ფსიქოლოგიურ კონსტატაციაზე. განზოგადებულია ამ საკითხების სწავლებაზე ავტორის დაკვირვებისა და ზოგიერთი ცდის შედეგიც.

