წიგნში „ნავთობი და თაფლი“ მაკკიბენი პირად გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება, როგორ ცდილობდა, აეხსნა ხალხისთვის კლიმატის ცვლილების მნიშვნელობა, პოლიტიკოსებისთვის კი დაემტკიცებინა, რომ არჩევის შემდეგ წინასაარჩევნო დაპირებები უნდა შეესრულებინათ; ის მოგვითხრობს ინვესტორების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის შესახებ, რომლებიც, ათასობით ადამიანის პროტესტის მიუხედავად, მაინც გეგმავდნენ დიდი ნავთობსადენის აშენებას.

