თავისი დროის საზოგადოების უსულგულობით, ეგოიზმით გულგატეხილი მერიმე ძლიერი, მტკიცე სულის, თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს რატომღაც თავისი ქვეყნის გარეთ, ე.წ. ეგზოტიკურ ქვეყნებში ეძებს და პოულობს კიდეც. ამ გზით მწერალი აკრიტიკებს იმ საზოგადოებას, რაშიც თავად უხდება ცხოვრება. ამ წიგნში შეტანილ ყველა მოთხრობაში სიყვარულსა და ბოროტებას, ტრადიციასა და რეალობას, სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის ჭიდილია, რაც ადამიანებს დღემდე გვაღელვებს.

