ირლანდიელი ექიმი პიტერ ბლადი ხდება უნებლიეთ ინგლისის მეფის იაკობ მეორის წინააღმდეგ აჯანყების მონაწილე, რისთვისაც მას სხვა აჯანყებულებთან ერთად ასახლებენ უესტ-ინდოეთში, მონობიდან თავის დახსნის ერთადერთი გზა მეკობრეობაა. პიტერ ბლადიც თავის მეგობრებთან ერთად გარბის ტყვეობიდან, ეუფლება ესპანელთა ხომალდს და მეკობრეობას ეწევა კარიბის ზღვაზე.

