ნაშრომი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში განხილულია ოციანი წლების ქართული მწერლობა, საბჭოთა
მწერლობის ჩამოყალიბების რთული პროცესი, ამ წლების ლიტერატურული ჯგუფები და ლიტერატურული გაერთიანებანი:
ცისფერყანწელთა კორპორაცია, აკადემიური ასოციაცია, ფუტურისტ-ლეფელთა ჯგუფი, პროლეტარულ მწერალთა კავშირი, „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“, „არიფიონი"... მეორე ნაწილში დახასიათებულია ოცდაათიანი წლების ლიტერატურული პროცესი, ხაზგასმით გამოყოფილია სსრკ მწერალთა პირველი ყრილობა (1934 წ.) და ქართველი საბჭოთა მწერლების მოკლე შემოქმედებითი პორტრეტები.