წიგნის მთავარი გმირია მეცხრამეტე საუკუნის ქართული პოეზიის მუზა – ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი ასული ეკატერინე
ჭავჭავაძე. პირველ წიგნში აღწერილია ალ. ჭავჭავაძის ოჯახური წრე და ამ ფონზე ოციან-ოცდაათიანი წლების საქართველო. წიგნში გაიელვებს ნ. ბარათაშვილის, გრ. ორბელიანის, გ. ერისთავის, პლ. იოსელიანის, ალ. ორბელიანის, ნინო ჭავჭავაძის სახეები.