ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

კონტრაპუნქტი

მთარგმნელიგია ბერაძე
გამოცემის წელი2019
გამომცემლობაინტელექტი

„კონტრაპუნქტი“, რომელსაც ოლდოს ჰაქსლი თავის საუკეთესო რომანად მიიჩნევდა, 1928 წელს გამოიცა და, ერთგვარად, დიდი მწერლის შემოქმედების პირველი ეტაპი შეაჯამა. მუსიკაში კონტრაპუნქტი ისეთ მრავალხმიანობას ეწოდება, რომელშიც ყველა ხმა თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს პრინციპი დაცულია ოლდოს ჰაქსლის რომანში – წიგნს არ ჰყავს მთავარი გმირი, არ აქვს ერთიანი სიუჟეტური ხაზი, ძირითადი შინაარსი პერსონაჟების მონოლოგებსა და საუბრებშია გადმოცემული. რამდენიმე თვე ლონდონის ინტელექტუალური ელიტის ცხოვრებიდან – წვეულებები, მოგზაურობები, მეგობრული საუბრები, დავები, მაღალი წრის ჭორები. აქ ვერ შეხვდებით სიმპათიურ პერსონაჟებს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ დატკბეთ ავტორის ფაქიზი ირონიით, დროდადრო სარკაზმში რომ გადადის.