ფერთა კატეგორიზაციის უნივერსალური მოდელი, რომელიც ბერლინისა და კეის მოდელის სახელწოდებით არის ცნობილი, საფუძვლად დაედო ფერის ტერმინთა სისტემების შესწავლას სხვადასხვა ენაში. წიგნში სხვა სემანტიკური თეორიების ფონზე დაწვრილებით არის განხილული აღნიშნული მოდელი, გაანალიზებულია ე.წ. გამონაკლისები და ქართველური მასალის მოშველიებით გარკვეული კორექტივებია მასში შეტანილი. გაანალიზებულია ფერის ტერმინები ქართველურ ენებში და გამოვლენილია ბაზისურ ფერთა სისტემა თითოეული მათგანისათვის. სინქრონიული ანალიზის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებულია დიაქრონიული ანალიზიც და აღდგენილია ფერის ტერმინთა ქართველური სისტემების ჩამოყალიბების გზა საერთო-ქართველური დონიდან თანამედროვე მდგომარეობამდე.

