ნაშრომში შესწავლილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ 1918-1921 წლებში გატარებული განათლების რეფორმა. საარქივო და პრესის მასალებზე დაყრდნობით ნაჩვენებია დაწყებითი, საშუალო, უმაღლესი და პროფესიულ-ტექნიკური სკოლების ახალი სისტემის შექმნის პროცესი, სასკოლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების, პედაგოგთა კადრების მომზადების, მათი მატერიალური მდგომარეობის, სასულიერო სკოლებისა და საღვთო სჯულის სწავლების საკითხები, ასევე განხილულია „გაეროვნების“ პროცესები საქართველოს სკოლებში, რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ არსებული და საქართველოსაგან დროებით მოწყვეტილი (აჭარა, ახალციხე-ახალქალაქი) რაიონების ქართულ სკოლათა მუშაობა, ეროვნულ უმცირესობათა სკოლების საკითხი და სხვა.