ინგლისელი ოფიცერი ფოსეტი მიემგზავრება სამხრეთ ამერიკის მიყრუებულ რაიონებში, სადაც მანამდე არც ერთ ევროპელს არ დაედგა ფეხი. მოგზაურობის დროს ფოსეტს თავის თანამგზავრებთან ერთად შიშითა და ხიფათით აღსავსე ცხოვრების გადატანა მოუხდა. ლეგენდებით გატაცებული, თავის უფროს ვაჟთან ერთად იგი მეორედ მიდის ამ ქვეყანაში სიძველეთა ძეგლების საძიებლად, მაგრამ ფოსეტის უკანასკნელი ექსპედიცია - უგზო-უკვლოდ იკარგება.

