შრომაში განხილულია წოვა-თუშური ენის ფონოლოგიისა და მორფოლოგიის ძირითადი საკითხები. პირველად ამ მონოგრაფიაში დადგენილია ზმნის უღლების მწყობრი თანმიმდევრული სისტემა. გამოვლენილია აგრეთვე ზმნათა უღლების ქრონოლოგიური
ტიპები, რომლებიც, რაც მეტად საყურადღებოა, ფუნქციონირებენ სინქრონულ ჭრილში ერთმანეთის პარალელურად. არქაული და ინოვაციური გრამატიკული ფორმების თანაარსებობა მეტად საყურადღებო ფაქტია თეორიული ენათმეცნიერების თვალსაზრისით.