„ქართველი ერის ისტორიის“ მეორე წიგნი მოიცავს VII-XII სს. საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას, მასში თანმისდევრულადაა გადმოცემული არაბთა ბატონობის ხანა (VII-X სს.), საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორია (IX-XII სს.), თურქ სელჩუკთა შემოსევებისა და ბატონობის პერიოდი (XI ს. მეორე ნახევარი და XII ს. დამდეგი), საქართველოს წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ გადაქცევა XII საუკუნეში.