ნაშრომში განხილულია სასულიერო ორდენებს შორის ერთ-ერთი უძლიერესი ორგანიზაციის – იესოს საზოგადოების (იეზუიტთა ორდენის) გენეზისი და ევოლუცია, მისი საქმიანობის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც ევროპის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც. ორდენმა თავისი არსებობის მანძილზე უდიდესი როლი შეასრულა არა მარტო მეცნიერების, კულტურულ-საგანმანათლებლო და მისიონერულ საქმიანობაში. არამედ პოლიტიკის სფეროშიც და დღესაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.