ნაშრომი მოგვითხრობს დიდი ქართველი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, იმ უდიდეს ღვაწლზე, რომელიც მას მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებისა და ეროვნული მეცნიერების თითქმის ყველა დარგის განვითარების საშვილიშვილო საქმეში. მონოგრაფიაში უხვადაა წარმოდგენილი ამ შესანიშნავი მამულიშვილისა და მეცნიერის ბიოგრაფიის ამსახველი მრავალი ფურცელი.