ნაშრომში ვეფხისტყაოსნის ტექსტის ფილოლოგიურ ანალიზზე დაყრდნობით ახლებურადაა მოაზრებული პოემაში ასახული მსოფლმხედველობითი პრობლემები და ფილოსოფიურ-რელიგიური შეხედულებანი. ავტორი იკვლევს პოემის ასტრალურ სამყაროს, უზენაეს არსებასა და ეთიკურ სისტემას და აყალიბებს ახალ კონცეფციას რუსთველის მსოფლმხედველობაზე.