"რას წარმოადგენს ბასილი კაპადოკიელის (ანუ ბასილი კესარიელის, ბასილ დიდის) „სამოღვაწეო წიგნი? ერთი ნაწარმოებია
იგი, თუ ცალკეული სტატიების კრებული? რა თხზულებებია მასში შესული? ბასილი კესარიელის ხელიდანაა იგი ამგვარი სახით გამოსული, თუ სხვის მიერაა შედგენილი? არის თუ არა ბერძნულ მწერლობაში ასეთი კრებული, თუ იგი ქართველი მთარგმნელის
მიერაა შეკრებილი? როგორია ქართული თარგმანი ბერძნულ დედანთან შედარებით? ხომ არ არსებობს ამ წიგნის კიდევ სხვა რედაქციები ქართულ მწერლობაში? რა ადგილი უკავია ქართულ ვერსიებს ბერძნული ხელნაწერების რიგში? როდის და ვის მიერაა
შესრულებული ამ ძეგლის ქართული თარგმანები და რა მიმართებაშია ისინი ერთმანეთთან?–აი ის საკითხები, რომლებიც გარკვეულია წინამდებარე ნაშრომში".