ნაშრომში ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობის ძირითადი პრობლემები განხილულია სამ ასპექტში: 1. ქართული ელემენტის, ქართული კულტურის როლი ბიზანტიური ლიტერატურის ფორმირებისა და განვითარების პროცესში; 2. ბიზანტიური ლიტერატურის შემოქმედებითი ათვისება ქართველების მიერ; 3. ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელობა ბიზანტინოლოგიისათვის.