„ტექსტის ლინგვისტიკა" მოიცავს ტექსტის სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლების კვლევასთან დაკავშირებულ საკითხთა კომპლექსს. ტექსტის არსისა და სტრუქტურის განსაზღვრა მასში წარმოდგენილია თანამედროვე ლინგვისტური აზროვნების ფუნდამენტურ წყაროებზე – ენობრივი ნიშნის თეორიაზე, ენობრივი სისტემის დონეებრივ მოდელზე და კომუნიკაციის
თეორიაზე – დაყრდნობით.