ნაშრომი „ცხორებაი მეფეთ-მეფისა დავითისი“ წარმოადგენს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნარატიული წყაროს მონოგრაფიული შესწავლის და გამოქვეყნების პირველ ცდას. ტექსტის დასადგენად გამოყენებულია რვა ნუსხა, ფილოლოგიურ-ლინგვისტური ანალიზის შედეგად მრავალი ადგილი, რომელიც ხელნაწერებში და „ქართლის ცხოვრების“ ადრეულ გამოცემებში ენობრივად და შესაბამისად შინაარსეულად გაუმართავი იყო, წინამდებარე გამოცემაში გასწორებულია.გამოკვლევაში შესწავლილია ავტორის სტილისათვის დამახასიათებელი მოვლენები, ნაჩვენებია რამდენიმე ათეული ლიტერატურული პარალელი ამა თუ იმ ადგილისათვის.