"ფსალმუნი ქართულად IV საუკუნეში თუ არა, V-ში მაინც უნდა იყოს ნათარგმნი, მაშასადამე, იგი ეკუთვნის ქართული ენის უძველესი წერილობითი ძეგლების რიცხვს. ფსალმუნის პირვანდელი თარგმანი, ოთხთავის მსგავსად, შემდეგში რამდენჯერმე
იქნა გადახედილი და შესწორებული, უკანასკნელად - XI საუკუნეში ცნობილი ლიტერატორის გიორგი მთაწმიდლის მიერ".