"ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება საღმრთო წერილთან დაკავშირებული არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალები. ბიბლიურ ქვეყნებში, ისტორიულ სირია-პალესტინაში, ეგვიპტეში, ფინიკია-პალესტინაში თუ შუამდინარეთში XIX-XX სს აღმოჩენილ არტეფაქტებს ძვირფასი საისტორიო წყაროს მნიშვნელობა ენიჭება, რომლითაც დასტურდება ბიბლიაში აღწერილი კულტურულ-ისტორიული პროცესების რეალობა, ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა ჭეშმარიტება".