ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

უძველესი საბეჭდავი-ბეჭდები იბერიიდან და კოლხეთიდან (ძვ. წ. V-სს.)

გამოცემის წელი1981
გამომცემლობამეცნიერება

ნივთიერი წყაროების საფუძველზე დგინდება, რომ ლითონზე გლიპტიკა აღმოსავლეთ საქართველოში ადრე ანტიკურ ხანაში (სახელდობრ, ძვ. წ. V-III სს.), მხატვრული ხელოსნობის ერთ-ერთი განვითარებული დარგი ყოფილა. დროის ხსენებულ მონაკვეთში იბერიაში, ძირითადად, ადგილობრივი წარმოშობის საბეჭდავი-ბეჭდებია გავრცელებული. რომელთა შორის ავტორი სხვადასხვა მიმდინარეობებისა და სკოლების გავლენით შექმნილ ძეგლებს გამოყოფს. მისი ვარაუდით, ძვ. წ. V საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (შიდა ქართლში) სპეციალური სახელოსნო დაარსებული ჩანს.