არგონავტების ლაშქრობა კოლხეთში ოქროს საწმისისათვის ძველი ელადის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და პოპულარული მითია, რომლის სიუჟეტებიც ახლაც საყოველთაო ინტერესს იწვევს. იმ ლაშქრობის რეალობის დასამტკიცებლად ექსპერიმენტული მოგზაურობა განახორციელა ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა-მეცნიერმა ტიმ სევერინმა. წიგნში მეცნიერულ-პოპულარულადაა გადმოცემული ბერძნული მითის სიუჟეტი, მისი გენეზისი და რეალობის პრობლემა, არგონავტების მოგზაურობის მარშრუტი. არქეოლოგიური აღმოჩენების საფუძველზე წარმოჩენილია ძველი კოლხეთი – აია. დახასიათებულია სრგონავტიკის უმთავრესი პერსონაჟები (აიეტი, მედეა) და მათი ასახვა ბერძნულ ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების ძეგლებში. დიდი ადგილი ეთმობა „ოქროს საწმისის“ რაობას და ძველი კოლხეთის „ოქრომრავლობას“.